შენ გგონია მხოლოდ შენ თავს აყენებ ზიანს… გაინტერესებს რა ხდება სინამდვილეში?
პასიური მოწევა
ბევრი ფიქრობს,
რომ მწეველთა გარემოცვაში ყოფნა სარისკო და საგანგაშო არ არის. სინამდვილეში ისინი
უნებურად ამ მავნე ჩვევის ტყვეობაში ექცევიან-პასიური მწეველები ხდებიან. მეორადი ბოლის
შესუნთქვას უნებური, პასიური მოწევა ეწოდება.
თამბაქოს ბოლის შესუნთქვა, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ უნებურ, ანუ პასიურ მოწევას, ხშირად ფილტვის კიბოს ჩამოყალიბების მიზეზი ხდება. როგორც აღვნიშნეთ, ეს გახლავთ გამონაბოლქვი, რომელიც სიგარეტისა თუ თამბაქოს სხვა სახის ნაწარმის წვის შედეგად გამოიყოფა, ან რომელსაც მწეველი უშვებს მოწევის დროს. პირი, რომელიც ამ ეგრედწოდებულ მეორად ბოლს შეისუნთქავს, იგივენაირად დგება ფილტვის კიბოს გამომწვევი აგენტის ზეგავლენის რისკის წინაშე როგორც მწეველი. თუმცა, იგი (პასიური მწეველი) გაცილებით ნაკლები ოდენობის ნიკოტინს იღებს. მოწევის და სიგარეტის ბოლვის შედეგად გამოყოფილი კვამლი 4 ჯერ უფრო მეტ ტოქსიკურ და კარცეროგენულ(კარცეროგენი იწვევს კიბოს) ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე მწეველის ფილტვებში მოხვედრილი კვამლი, რომელიც ორგანიზმში მხოლოდ სიგარეტის ფილტრის გავლის შემდეგ ხვდება…
საქართველოში 2009 წელს გარდაცვლილ ადამიანთა შორის ყოველი მე 12-ე ადამიანი პასიური წევის შედეგად გამოწვეული დაავადებებისგან მოკვდა . პასიური მოწევის შედეგად ყველაზე მეტად ზარალდებიან ბავშვები. ვინაიდან ორგანიზმი ზრდის პროცესშია და მათი სუნთქვის სიხშირე გაცილებით სწრაფია. პასიური მოწევა ბავშვებში პირველ რიგში ასთმას, პნევმონიას და სასუნთქი გზების დაავადებებს ანვითარებს, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვის სასიკვდილო დაავადებით დაღუპვის შანსიც მაღალია, რასაც ადასტურებს მსოფლიოში 2010 წლის გამოკვლევის შედეგები, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილი პასიური მწეველების 1/3-ი სწორედ ბავშვები იყვნენ.
ნუ მოწევთ სიგარეტს ბავშთან, ოთახში ან შენობაში!!!